საიარაღო ლულების შიგა ზედაპირiს ფორმირება რადიალური ჭედვით

  • თამაზ ნატრიაშვილი, რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტ
  • ს. მებონია, რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტ eta
  • შ. ობგაიძე, რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტ eta
Keywords: ლულა, სპირალური დაკუთხვა, რადიალური ჭედვა, რადიალურ საჭედი მანქანა

Abstract

განხილულია  საიარაღო წარმოებაში  გამოყენებული  ცეცლსასროლი იარა-ღის ლულების   რადიალური ჭედვის  ტექნოლოგიის საკითხები. აღწერილია ლულების  ნამზადებში სპირალური ღარების მიღების სხვადასხვა ხერხი: რანდვა   ლითონსაჭრელ ჩარხებზე, გამოწნევა  საწელავ  ჩარხებზე და ფორმირება რადიალურ-საჭედ მანქანებზე. შესრულებულია არსებული რადიალურ საჭედი მანქანების კონსტრუქციების ანალიზი და შემოთავაზებულია ავტორების მიერ დამუშავებული და დაპროექტებული ახალი ტიპის მანქანა, რომლის გამოყენება უზრუნველყოფს მაღალი სიზუსტის საიარაღო ლულების რთული კონფიგურაციის შიგა ზედაპირის ფორმირებას  ლითონის მინიმალური დანაკარგებით და   ლულების მექანიკური თვისებების ამაღლებას.    

Published
2019-11-04