ქურთები და საერთაშორისო ორგანიზაციები

  • შავლეგო ტაბატაძე, სახმელეთო ჯარების აღმოსალვეთ სარდალი eta
Keywords: საერთაშორისო ორგანიზაციები; ქურთთა საკითხი; ახლო და შუა აღმოსავლეთი; საერთაშორისო სამართალი; დამოუკიდებელი სახელმწიფო; ბიპოლარული დაპირისპირების პირობებში;, International organizations; Kurdish issue; Middle and Near East; International law; Independent state; Bipolar confrontation;

Abstract

  XX საუკუნის ბოლოს მსოფლიოში მომხდარმა უმნიშვნელოვანესმა პოლიტიკურმა ცვლილებებმა არსებითად შეცვალა ძალთა ბალანსი როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე ცალკეულ რეგიონებში. ამ უპრეცედენტო ცვლილებათა შედეგად ძველი ბიპოლარული სისტემა ფაქტობრივად აღარ არსებობს, ხოლო ძალთა ახალი თანაფარდობა ჩამოყალიბების პროცესშია, მაშასადამე, მიმდინარეობს ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბება. საერთაშორისო პოლიტიკის ცენტრმა მტკიცედ გადაინაცვლა ახლო და შუა აღმოსავლეთში, სადაც დღემდე გადაუწყვეტ საკითხთა შორის რჩება ქურთების მიერ ეროვნული დამოუკიდებლობის მოპოვებისა და საკუთარი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის პრობლემა, რომელიც  მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ამ რეგიონში არსებულ შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე. ეჭვგარეშეა, რომ ქურთთა საკითხის სამართლიანი გადაწყვეტა ამჟამად საჭიროებს საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიურ მხარდაჭერას, თუმცა,  სამწუხაროდ, მსოფლიო თანამეგობრობას დღემდე არ ჩამოუყალიბებია ნათელი დამოკიდებულება ქურთთა პრობლემებთან დაკავშირებით.

 

At the end of the 20th century, the most important political changes in the world substantially changed the balance of power both in the world and in certain regions. As a result of this unprecedented change, the old bipolar system does not exist anymore in actual fact, and the new balance of power is in process of formation, consequently, occur creation a new world order. The International Politics Center has shifted into the Middle and Near East, where among the unresolved issue still remains a problem to gain national independence by Kurds and creating their own independent state, which has a significant effect on internal political situation in the region. At this point, undoubtedly, a fair solution of the Kurdish issue needs active support of international community, but unfortunately, the world community has not yet established a clear attitude towards Kurdish problems