კიბერელემენტები ინფორმაციული ომის წარმოებაში

  • ილია ხუციშვილი, სამართლის დოქტორი eta
Keywords: ეროვნული უსაფრთხოება, ინფორმაციული უსაფრთხოება, კიბერ უსაფრთხოება, კიბერ ომი, ინფორმაციული ომი, დეზინფორმაცია, ჰიბრიდული ომი;, National Security, Information Security, Cyber Security, Cyber War, Information War, Misinformation, Hybrid War

Abstract

სახელმწიფოს ინფორმაციული უზრუნველყოფის პროცესს სამყაროს წარმოშობიდან დღემდე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, როგორც მმართველობითი სისტემის სწორი ორგანიზაციის, ისე მისი კონტროლის საშუალებად გამოყენების თვალსაზრისით. სახელმწიფოს მმართველობითი აპარატის ფუნქციონირება, მისი სუვერე­ნიტეტი, სტრატეგიული პოლიტიკის გატარება, საშინაო და საგარეო ურთი­ერთო­ბები დამოკიდებული იყო და არის სახელმწიფოს შიგნით, ასევე მის საზღვრებს გარეთ მიმდინარე სხვადასხვა ხასიათის პროცესების ირგვლივ დროუ­ლო­ბით, სრულყოფილებით და ობიექტურობით გამორჩეულ ინფორმა­ციულ უზრუნველყოფაზე.

XXI საუკუნეში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება და განვითარება ნებისმიერი ქვეყნისა და საზოგადოების განუყოფელი ნაწილია. თანამედროვე სახელმწიფოს უსაფრთხოების გარე ძალების დამაზიანებელი ზემოქმედებისაგან დაცვა, წარმოუდგენელია სათანადო ინფორმაციული ტექნოლოგიების არსებობის გარეშე. ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე სახელმწიფოს კრიტიკული ინფრასტრუქტურის დამოკიდებულებასთან ერთად იზრდება კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობა, ვინაიდან ბოლო ათწლეულში წარმოებული კონფლიქტების ანალიზი ცხადყოფს, რომ საომარი მოქმედებები მიმდინარეობას არა მარტო  მიწაზე, ჰაერსა და ზღვაზე, არამედ უკვე საინფორმაციო სივრცეშიც, რომელიც ცნობილია „ჰიბრიდული ომის“ სახელით და რომლის ერთ-ერთ უმნივნელოვანეს ელემენტს ინფორმაციული ომის წარმოება წარმოადგენს.

 

 

The state informative process has since been established since the creation of the world in terms of the proper management of the governing system as well as its control. The functioning of the state governing apparatus, its sovereignty, strategic policies, domestic and foreign relations are dependent on the timely, completed and faithful information provision about the processes around the country as well as the various processes taking place outside its borders.

The use and development of modern information-communication technologies in the XXI century is an integral part of any country and society. Protection from the harmful impact of the external forces of the modern state is impossible without the existence of appropriate information technologies. In addition to the state critical infrastructure dependence on information technologies, the need for cyber security is increasing, as analysis of conflicts in the past decade proves that hostilities are not only on land, air and sea but also in information space which is known as the "Hybrid War", and one of the most important elements of which is the information warfare

Published
2019-11-04