გერმანულ–ქართული ურთიერთობები შუა საუკუნეებში, გერმანელი კოლონისტების ჩამოსახლება საქართველოში XIX საუკუნის დასაწყისში

  • ვაჟა შუბითიძე, თემის ხელმძღვანელი.
  • მამია ბალახაძე, სსიპ-საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი,
Keywords: კოლონისტები, საერთაშოერისო პოლიტიკა, ისტორია, გერმანელები, კულტურა, THE COLONISTS, INTERATIONAL POLITICVS, HISTORY, GERMANS, CULURE

Abstract

გერმანელები (თვითსახელი — დოიჩ) წარმოადგენენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ძირითად მოსახლეობას, რომლის ეთნიკური ფორმირება გერმანული ტომების: ალემანების, ბავარელების, ფრანკების, საქსების, ლანგობარდების, გოთების, ნემეტების, შვაბებისა და სხვ. საფუძველზე განხორციელდა. გერმანული ენა ინდოევროპულ ენათა გერმანულ ოჯახში შედის. ავსტრიის, შვეიცარიის, ლიხტენშ-ტეინის და ლუქსემბურგის გერმანულენოვანი მოსახლეობა თავს გერმანელად არ მიიჩნევს. გერმანელთა დიდი თუ მცირე თემები არსებობს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. საქართველო-გერმანიის ურთიერთობის პირველი ნაბიჯები შუა საუკუნეებში გადაიდგა. ერთიანი საქართველოს სახელმწიფოს ჩამოყალიბების შემდეგ გარკვეული ცნობები ჩნდება გერმანიის წარსულსა და აწმყოზე, ხოლო გერმანიასა და, საერთოდ, ევროპას ცნობებს საქართველოზე, მის ხალხზე, ისტორიაზე, კულტურაზე, ბუნებაზე სხვებთან ერთად აწვდიან გერმანელი მოგზაურები, დიპლომატები, მწერლები, მეცნიერები (შიტბერგერი, ვოლფი, შტედერი, გიულდენშტედტი, რაინეგ-სი, ჰაქსტჰაუზენი, ვინკელმანი, კანტი, ლესინგი, ბოდენშტედტი, ვირხოვი და სხვ.).

 

The Germans (native name - Deutsche) are the main population of the Federal Republic of Germany, whose ethnic formation was carried out on the basis of the German tribes: Alemanes, Bavarias, Franks, Saxons, Longobards, Goths, Nemets, Swabians and others. German is a part of Indo-European Language Family. German-speaking population of Austria, Switzerland, Liechtenstein and Luxembourg do not consider themselves German. There are large and small communities of Germans in many countries around the world. The first steps of Georgia-Germany relations were taken in the Middle Ages. After the formation of the united Georgian state, certain reports emerged on the past and present of Germany, on the other hand, German travelers, diplomats, writers and scholars (Schaitberger, Wolf, Steder, Güldenstädt, Reineggs, Haxthausen, Winckelmann, Kant, Lessing, Bodenstedt Virchow and etc.), along with others, provide information to Germany and, in general, Europe about Georgia, its people, history, culture, and nature.

 

Published
2019-11-04