სხვათა სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემქნელი საშუალების გამოყენებით ჩადენილი განზრახ მკვლელობის კვალიფიკაციის პრობლემები

  • რამაზ კვარაცხელია, ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მო eta
Keywords: სისხლის სამართალი, განზრახ მკვლელობა, საფრთხე, კვალიფიკაცია., criminal law, Premeditated Murder, dangerous, qualification.

Abstract

ნაშრომი ეხება სისხლის სამართლის კოდექსი 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებულ განზრახ მკვლელობის კვალიფიკაციის პრობლემებს. მასში განხილულია განზრახ მკვლელობის ისეთი შემთხვევა, როდესაც მკვლელობის იარაღად გამოყენებულია ისეთი საგანი ან საშუალება, რომელიც სახიფათოა არა მარტო იმ პირისათვის ვისაც თავს ესხმიან მკვლელობის მიზნით, არამედ მის გარშემო მყოფი პირებისთვისაც, ეს ის პირებია, რომლებსაც არავითარი კავშირი მკვლელობასთან არა აქვთ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ აუცილებელი არ არის მოკლული და სხვა პირები, (რომელთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობასაც საფრთხე ექმნება) ერთ ადგილზე იმყოფებოდნენ.

 

The paper refers to the problems related to the qualification of premeditated murder envisaged by Article 109 Paragraph I (b) of the Criminal Code. It discusses the case of murder when a murder tool is an object or instrument that is dangerous for not only the person who is attacked to be murdered but also for persons around him/her. These are individuals who are not related to the murder. It should also be taken into consideration that it is not necessary that the murdered person or other persons (whose life and health is endangered) be at the same place.

 

Published
2019-11-04