გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების ძალები (სახმელეთო ძალების კომპონენტი): განვითარება, არსებული მდგომარეობა და რეფორმის პერსპექტივები

  • ანდრეი სლიუსარენკო, დოქტორი,პროფესორი, პოლკოვნიკი.
Keywords: უკრაინა, გერმანია, სპეც.ძალები, რეფორმა, შეიარაღებული ძალები

Abstract

უკრაინის კანონმდებლობის # 4795 დადგენილება „უკრაინის შეიარაღებული ძალების
სპეციალური დანიშნულების რაზმების შესახებ ზოგიერთი ცვლილების შეტანის თაობაზე”,
რომელიც მიღებული იქნა უკრაინის უმაღლესი რადას მიერ 2016 წლის 7 ივლისს - სპეციალური
ოპერაციების ძალების, უკრაინის შეიარაღებული ძალების ფარგლებში დამოუკიდებელ
კომპონენტად ჩამოყალიბების შესახებ კონცეპტუალური დოკუმენტის მიღება - გახდა აქტუალური
კვლევის საფუძველი, ისევე როგორც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების “ელიტური ქვედანაყოფების”
გამოცდილების კონსტრუქციული გამოყენება, ქვეყანაში არსებული პირობების გათვალისწინებით.
კვლევების ჩატარების და სპეციალური ძალების სფეროში სხვა ქვეყნის გამოცდილების გამოყენების
კიდევ ერთ ბიძგის მიმცემ ფაქტორს წარმოადგენს უკრაინის სწრაფვა, გარდაქმნას საკუთარი
თავდაცვის ორგანიზაციები ევროკავშირის და ნატო-ს სტანდარტების შესაბამისად.
განვითარებული სამხედრო-პოლიტიკური და საერთაშორისო სამართლებრივი სიტუაციების
ფონზე, გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ დაიწყო საკუთარი სპეციალური ოპერაციების
ძალების შექმნა შედარებით გვიან, ვიდრე ეს გააკეთეს “ატლანტიკურმა” ქვეყნებმა, პირველ რიგში,
აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა.
ამავდროულად, გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ გაიარა საკუთარი, ინდივიდუალური
კონცეპტუალური და ორგანიზაციული გზა, რომელიც ითვალისწინებდა, როგორც სამხედრო
ფორმირების ტრადიციებს, ისე ნატო-ს სხვა წევრების სპეციალური ოპერაციების ძალების ორგანიზების
გამოცდილებას, არსებულ სამხედრო შესაძლებლობებს და, ასევე, არმიის რეფორმირების უახლეს
ამოცანებს, რომელთა გამოყენებაც უფრო და უფრო ხშირად ხდება გერმანიის ფარგლებს მიღმა
ნატო-ს სამხედრო ოპერაციებსა და სამშვიდობო მისიებში.
გარდა ამისა, გერმანიის გამოცდილება, ქვეყნის, რომელიც ცნობილია საკუთარი
ინტელექტუალური პოტენციალით, კონსტრუქტივიზმით, უნარით, რომ მიიღოს არატრივიალური
გადაწყვეტილებები და აქვს შემოქმედებითი მიდგომა არასტანდარტული სამხედრო-პოლიტიკური
ამოცანების გადაჭრის მიმართ (მეოცე საუკუნის ისტორიაში არ არის ბევრი შემთხვევა, მაგრამ
ცნობილია მასობრივი ტრაგიკული შედეგები), მნიშვნელოვად უწყობს ხელს ოპტიმალური
დოქტრინალური და მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესს

Published
2019-03-26