ლიდერის გადაწყვეტილებებისა და შიდასახელმწიფოებრივი ფაქტორების გავლენა აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ფორმირებაზე: პრეზიდენტ ბარაკ ობამას ჩაურევლობის პოლიტიკა სირიაში (2013)

  • ნინო გეწაძე, საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს
Keywords: საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკური ლიდერი, ნეოკლასიკური რეალიზმი, ჩაურევლობის პოლიტიკა, აშშ, სირია

Abstract

წინამდებარე სტატია იკვლევს ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში სირიის კონფლიქტის
მიმართ ამერიკის საგარეო პოლიტიკის თავისებურებებს. ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შესწავლა
კომპლექსური საკითხია, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ისეთ დიდ სახელმწიფოს შეეხება,
როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია. საერთაშორისო ურთიერთობების თეორიები საგარეო
პოლიტიკის ფორმირებას სხვადასხვა კუთხიდან ხსნიან. აღნიშნულ ნაშრომში ბარაკ ობამას საგარეო
პოლიტიკა სირიის კრიზის მიმართ (2013 წ.) გაანალიზებულია ნეოკლასიკური რეალიზმის თეორიის
მახასიათებლის მიხედვით, კერძოდ კი პიროვნული, შიდასახელმწიფოებრივი და სისტემური
ფაქტორების ანალიზის საფუძველზე.
სტატია მიზნად ისახავს პასუხი გასცეს ძირითად კითხვას - რა სახის ფაქტორებმა განსაზღვრა ბარაკ
ობამას ჩაურევლობის პოლიტიკა სირიის კონფლიქტში (2013)? სტატიის მკითხველი აღმოაჩენს,
რომ მხოლოდ საერთაშორისო სისტემიდან მომდინარე ცვლილებები ყოველთვის არ თამაშობს
გადამწყვეტ როლს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განსაზღვრაში.
ნაშრომის დანიშნულებას წარმოადგენს შესწავლილ იქნას ბარაკ ობამას, როგორც ერთ-ერთი
თანამედროვე ლიდერის, პოლიტიკური პორტრეტი და აჩვენოს, რომ ლიბიაში განხორციელებულმა
სამხედრო ინტერვენციამ შეცვალა პრეზიდენტ ობამას საგარეო პოლიტიკური მსოფლმხედველობა
და სერიოზული გავლენა იქონია სირიის მიმართ ოფიციალური ვაშინგტონის პოლიტიკაზე.

Published
2019-03-26