ამოცანის ეფექტიანობაზე გათვლილი კოალიციური ძალების ჩამოყალიბებისას წარმოქმნილი ოპერატიული დონის გამოწვევები

  • თორნიკე ასათიანი, G2 სამსახურის ხელმძღვანელი
Keywords: კოალიციები, ოპერაციული გამოწვევები, აისაფი, II მსოფლიო ომი, უდაბნოს ქარიშხალი;

Abstract

კოალიციური ძალების წინაშე მდგარი გამოწვევები საკმაოდ კარგად არის ცნობილი სამხედრო
ისტორიაში. ზოგიერთი მათგანი, მაგალითად ისეთი, როგორიც არის ლოგისტიკური სირთულეები,
დაძაბული ურთიერთობები მეთაურებს შორის, ურთიერთთავსებადობა, ძალისხმევის ერთიანობა და
სხვ. წარმოადგენს ნებისმიერი კოალიციის თავისთავად, ბუნებრივად თანმხლებ პრობლემას. თუმცა,
არსებობს ისეთი სირთულეებიც, რომლებიც უფრო ხელოვნურად არის ხოლმე წარმოშობილი, ამა
თუ იმ კონტექსტიდან გამომდინარე და, მაშასადამე, სწორი დაგეგმვისა და მენეჯმენტის შემთხვევაში
შესაძლებელი უნდა იყოს მათი გადაჭრა. სწორედ, აღნიშნული ორივე ტიპის სირთულის აღმოფხვრის
ან შემცირების შესაძლო გზებსა და საშუალებებს ეძღვნება წინამდებარე სტატია. ბოლო ხანებში,
დასავლური ქვეყნების ლიდერობით განხორციელებული, არცთუ ისე წარმატებული, კოალიციური
კამპანიები და, ამჟამად, მსოფლიოში აქტუალური, თუ მომავალი საფრთხეები, მოითხოვს ეფექტიანი
კოალიციების ჩამოყალიბების პრინციპების ხელახალ გაანალიზებას და გადახედვას. მოცემული
სტატია, განსახილველ საკითხთან დაკავშირებული ისტორიული მაგალითებისა და თანამედროვე
გამოწვევების შესწავლის საფუძველზე, გვთავაზობს გამოვლენილი პრობლემებისა თუ რისკების
მართვის გზებს. შესწავლილ მაგალითებს შორის არის: დასავლური ქვეყნების ალიანსი II მსოფლიო
ომში, ოპერაცია „უდაბნოს ქარიშხალი“, დასავლური და მათი პარტნიორი ქვეყნების კოალიცია
ავღანეთში და ქართული კონტინგენტის გამოცდილება ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების
მხარდაჭერის ძალების (ISAF) მისიაში.

Published
2019-03-26