მედია და შიდა უსაფრთხოება ლიბერალური ნარატივის მიღმა: ეკვადორისა და საქართველოს შემთხვევები

  • ვალერია ფუგა ალვარესი
  • ცოტნე ჭანტურია
Keywords: დემოკრატია, მედია,უსაფრთხოება, ეკვადორი, საქართველო

Abstract

მედია საშუალებები აღმოცენდნენ პოლიტიკურ აქტორებად ზოგიერთ ახლადაღმოცენებულ
დემოკრატიაში. ლიბერალური ნარატივი გვთავაზობს დემოკრატიის დონისა და პრესის
თავისუფლების დონის რაოდენობრივი „გაზომვის“ საშუალებებს გრადაციისა და კრიტერიუმების
მიხედვით. ეს ხშირად არ გვაძლევს დაწვრილებით და ობიექტურ ინფორმაციას მედიის მუშაობის
შესახებ სპეციფიკურ კონტექსტში. როგორ განვმარტოთ მედიის როლი შიდა უსაფრთხოებაში
ლიბერალური ნარატივის მიღმა?

ქვემოთ მოცემულ სტატიაში ჩვენ ვაპირებთ შევისწავლოთ მედიის როლი შიდა უსაფრთხოებაში
ეკვადორსა და საქართველოში მიმდინარე მოვლენების მაგალითზე. ჩვენს მთავარ ვარაუდს
ის წარმოადგენს, რომ ახლადაღმოცენებულ დემოკრატიებში მედია საშუალებების მიერ
ჩამოყალიბებული პრესის თავისუფლების ინსტრუმენტული მიღება დეზინფორმაციის გავრცელების
პრაქტიკაში გადაიზარდა, რაც საფრთხეში აგდებს არა მხოლოდ დემოკრატიულ სისტემას, არამედ
ქვეყნის შიდა უსაფრთხოებასაც. შესაბამისად, თანამედროვე ლიბერალური სტანდარტები შესაძლოა
ხშირად რთული გასაგები იყოს და აქცენტებს ამ საფრთხეზე აკეთებდეს. ამ ხარვეზის საპასუხოდ
ჩვენი შემოთავაზებაა, უსაფრთხოების არამდგრადობა გავხადოთ იმ დებატების ნაწილი, რომელიც
ეხება დემოკრატიასა და პრესის თავისუფლებას

Published
2018-12-11